დეპუტატი გია ცაგარეიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს ორი შეკითხვით მიმართავს. "კომერსანტში" გამოქვეყნებულ ინტერვიუსთან დაკავშირებით მაინტერესებს, ვანო მერაბიშვილს, როგორც შს მინისტრს რა უტყუარი მტკიცებულებები გააჩნია იმის შესახებ, ბაგრატიონთა ქორწინება იყო რუსეთის სპეცსამსაუხრების პროექტი და მეორე - კონკრეტულად ვისი დავალებით აწარმოებდა გივი თარგამაძე სტალინის ძეგლის აფეთქებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს, თარგამაძის გარდა კიდევ ვინ იყო მასში ჩართული და ის 50 ათასი დოლარი რომელი ფონდიდან იქნა გამოყოფილი?", - აინტერესებს ცაგარეიშვილს, რომელიც აღნიშნულ შეკითხვებს საორგანიზაციო დეპარტამენტს დღესვე ჩააბარებს.
ამასთან, როგორც ცაგარეიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ინტერვიუსთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა მოხდეს მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, მასში დასახელებული ფაქტები შეესაბამება თუ არა სიმართლეს.
"თუკი ინტერვიუში გაჟღერებული ფაქტები შეესაბამება სინამდვილეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილი აქვს მაღალჩინოსნების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და თუკი არ შეესაბამება სიმართელს, მაშინ ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და ასეთი განცხადებების გაკეთების გამო უნდა დადგეს განმცხადებლის პასუხისმგებლობის საკითხი", - განმარტა ცაგარეიშვილმა.
გარდა ამისა, მან აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ "თარგამაძეს ათი ათასობით ქართველის სიცოცხლე ერთი ძეგლის ფასად უღირს" და აღნიშნულის კონტექსტში განმარტა, რომ "საჭიროა ამას რეაგირება და შეფასებები მოყვეს".