დღეს, 26 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თიანეთს ეწვევა და ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურის პარკის მეორე ეტაპის დამამთავრებელ სამუშაოებს დაათვალიერებს. თიანეთის კულტურის სახლის აღდგენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
თიანეთში ვიზიტისას მიხეილ გიორგაძე ადგილობრივ კულტურის ცენტრთან არსებულ კინოკლუბსაც დაათვალიერებს, რომლის ტექნიკური აპარატურით აღჭურვა, კულტურის სამინისტროს მიერ რეგიონებში კინოჩვენებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. მინისტრი ასევე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფოლკლორულ ანსამბლებს, საესტრადო ჯგუფებსა და სამუსიკო სკოლებს ხალხურ, საესტრადო და კლასიკურ მუსიკალურ საკრავებს გადასცემს.