28 და 29 ნოემბერს, „ათონელის თეატრში" სპექტაკლის „გზა ილიასი" პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლში გამოყენებულია ფრაგმენტები ლიტერატურიდან - როსტ. ჩხეიძის „ეკლიანი და პატარა გზა", ა. ბაქრაძის „წიწამური", ლ. ასათიანის პიესა „წიწამურის გზა" და გ. ნახუცრიშვილის პიესა „წიწამური", თ.გოდერძიშვილის „ილია ვარ", ნ. გრიგალაშვილის კვლევითი ნაშრომი „თანამდევი სული" და ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები და წერილები. სცენიური ვერსია შეიქმნა ექსკლუზიურად ამ პროექტისთვის.
სცენაზე ცოცხლდებიან ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი, დიმიტრი ყიფიანი და იაკობ გოგებაშვილი, არტურ ლაისტი და ნიკო ნიკოლაძე, ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე, მანანა ორბელიანი და ზაქარია ჭიჭინაძე... არისტოტელესეული თეატრალური ფორმა ერწყმის „ეპიკურობის" ხერხს, სადაც მთავარი სათქმელი, ილიას დაჭრილი გულიდან ამოსული ხმით ღაღადებს „ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს"!
სპექტაკლის რეჟისორი: მაია ჯაფარიძე. მონაწილეობენ მსახიობები: მიხეილ კვაჭაძე, ქეთევან შერვაშიძე, მაკა ბარდაველიძე, თეკა კოხრეიძე, გიორგი იარაჯული, გიორგი სავანელი, ანა ლორთქიფანიძე, თამარ ადამია, თორნიკე ჩიხლაძე, გიორგი გურული, სალომე ქალდანი, ბაჩანა ფილაური, ვაკო კობერიძე, ცოტნე ხუბუტია.
პროექტი ხოციელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.