26 ნოემბერს, 18:00 საათზე, გალრეა „ბაიაში" ანა ლაღიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ანა ლაღიძის მიერ შესრულებული ფერწერული და გრაფიკული კომპოზიციები, ფერადი თექისგან და სხვადასხვა სახის ფაქტურის ქსოვილებისგან. 1997 წელს თბილისში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში და-ძმა ანა და ვანო ლაღიძეების პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა.
სახელწოდებით "ფერადი სიზმრები". გამოფენაზე წარმოდგენილმა ექსპოზიციამ დამთვარიელებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. მას შემდეგ ანა ლაღიძე განუწყვეტლივ მუშაობს თავისუფალ სტილში. იგი მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი გამოფენის მონაწილეა. გამოფენა გალერეა "ბაიაში" 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.