ტყიბულისა და წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ კურსებთან ტყეში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ცეცხლი 150 მეტრის რადიუსშია გავრცელდა. მთლიანად დაიწვა ტყის მასივი და ბუჩქნარი. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო ბრიგადები, წყალტუბოსა და ტყიბულის გარდა, ქუთაისიდანაც გამოიძახეს. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი დაუდევრობის გამო გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ხანძრის კერების საბოლოო ლიკვიდაციის მიზნით რეინჯერები მუშაობენ.