ანჯელინა ჯოლიმ შესაძლოა მალე სამსახიობო კარიერა დაასრულოს. ამის შესახებ გაზეთი Sunday Morning Herald იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლივუდელმა ლამაზმანმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ავსტრალიელ ჟურნალისტებს ახალი ფილმის პრემიერის შემდეგ აცნობა.
„კარგი იქნებოდა ფილმებში აღარ მეთამაშა, რადგანაც უფრო ბედნიერი ვარ, როცა ფილმებს თვითონ ვიღებ. რაც შეეხება მომავალ რამდენიმე როლს, მე კარგად უნდა დავრწმუნდე, რომ ისინი ჩემთვის მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მირჩევნია საკუთარი ისტორიები კამერის უკნიდან მოვყვე,"-განაცხადა ჯოლიმ.