დღეს, 21 ნოემბერს, მწერალს, პოეტს, საზოგადო მოღვაწეს, იზა ორჯონიკიძეს, 76 წელი შეუსრულდებოდა. იზა ორჯონიკიძე 1938 წლის 21 ნოემბერს თბილისში დაიბადა.
1946-1958 წლებში სწავლობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლაში. 1958 წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. იგი იყო მრავალი პოეტური კრებულის და ორი პროზაული წიგნის ავტორი, რომლებშიც მისი ესეები, წერილები და ინტერვიუები შევიდა.
2009 წელს პოეტური კრებულისთვის "წვიმიანი გაზაფხულის ქრონიკა" და მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. იყო ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატი. იზა ორჯონიკიძე დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით. ფლობდა თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტულს.
იზა ორჯონიკიძე 2010 წლის 9 თებერვალს, 72 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.