დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე სასწრაფო დახმარების ყოფილი შენობა ჩამოინგრა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის განცხადებით, შენობა დაზიანებული იყო, რომელშიც დევნილების 10 ოჯახი უნებართვოდ ცხოვრობდა. ნგრევა დღეს, დილის 07:00 საათზე მოხდა, თუმცა შენობის ნაწილი, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ არ ჩამონგრეულა, შესაბამისად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სამაშველო სამსახურთან ერთად ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანიც იმყოფებოდა, რომლის განცხადებითაც დევნილები რეგიონებში გადანაწილდებიან, სადაც მათ საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში გადასცემენ.