დღეს, 8 აპრილს, 14:30 საათზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე, "კოალიცია სამართლიანობის" პრეზიდენტი ვერა ქობალია მოხსენებით გამოვა.
მოხსენებაში ვერა ქობალია შეეხება, დევნილები, მათი უფლებები და დაცვა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ასევე სხდომაზე, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად მიმდინარე მუშაობის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი, თემურ იაკობაშვილი ისაუბრებს.
სხდომას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია დაესწრება.
სხდომა პირველი რესპუბლიკის დარბაზში გაიმართება