დღეიდან, 8 აპრილიდან, მეტროსადგური "დიდუბე" დაიკეტება.
მიზეზი სადგურში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, აღნიშნულის გამო, მგზავრებისთვის "დიდუბის" ზედა შესასვლელთან სპეციალური ავტობუსები იმუშავებენ, რომლებიც მათ უახლოეს მეტროსადგურებამდე უფასოდ მიიყვანენ.
"დიდუბეში" სარემონტო სამუშაო 23 აპრილამდე გაგრძელდება.