3 წლის გოგონა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მე-6 სართულიდაn გადმოვარდა, იაშვილის სავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენ"-ს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფoს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამუნა ციცელაშვილმა განუცხადა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მას რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება.
ბავშვი თბილისში, წერეთლის გამზირზე მე-6 სართულიდან 13 ნოემბერს გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, იგი შემთხვევის დროს სახლში მარტო იყო დატოვებული.
მეზობლების თქმით, ოჯახი ირანიდან არის და წერეთლის № 55- ში ბინა ნაქირავები ჰქონდათ.