საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთს სრული იზოლაცია ელის, თუ ის უკრაინის კრიზისის მიმართ ,,სხვა გზას არ აირჩევს." ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ,,დიდი ოცეულის" სამმიტის შედეგების შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის წინააღმდეგ გამოტანილი სანქციების შესახებ საუბრისას, ობამამ აღნიშნა, რომ მიღებული ზომები ,,კარგად" მუშაობს, ამიტომ ვაშინგტონი აპირებს, ახალი შეზღუდვებიც დააწესოს.
ობამამ განაცხდა, ასევე, რომ ის იქნება პირველი ,,ვინც სანქციების შეცვლის ინიციატივით გამოვა, თუ თავად რუსეთი შეიცვლის დამოკიდებულებას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ."
,, ჩვენ არ გვინდა, რუსეთი იყოს იზოლირებული. ჩვენ გვირჩევნია, რომ გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირებული რუსეთი ვიხილოთ, რომელიც მსოფლიო საკითხების გადაწყვეტაში ჩვენთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ აშშ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეეგუება მოსკოვის მიერ საერთაშორსიო პრინციპების დარღვევას." - აღნიშნა ბარაკ ობამამ.
პრესკონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერის დევიდ კემერონის განაცხადებით ,,დიდი ოცეულის" მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა მოილაპარაკეს, რომ ,,რუსეთის მიერ უკრაინაში დესტაბილიზაციის შექმნის გამო" მასზე ზეწოლა განაგრძონ.
,,დაწესებული სანქციები ძვირად გვიღირს, მაგრამ მზად ვართ, უფრო მეტი გადავიხადოთ, თუკი ეს კონფლიქტი ევროპაში კიდევ გაგრძელდება". აღნიშნა კემერონმა.
რუსეთის მიმართ ახალ სანქციებზე ანგელა მერკელმაც ილაპარაკა. მისი თქმით, ევროკავშირი ფინანსურ სექტორში დამატებითი ინდივიდუალური ზომების მიღების შესახებ მსჯელობს და ,,ახალი პირების სია, უკვე დღის წესრიგში დგას."
შგახსენებთ, რომ მარტის შუა რიცხვებდან ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 პაკეტი მიიღო. აქედან, შეზღუდვები სულ 119 ფიზიკურ და 23 იურიდიულ პირს შეეხო.
ასევე, ევროკავშირის სანქციები შეეხო რუსეთის ეკონომიკას ენერგეტიკის, ფინანსურ და თავდაცვის სექტორებში.
აშშ-ში რამდენჯერმე გამოიყენეს სანქცია ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის, ბიზნესმენისა თუ რუსული კომპანიის წინააღმდეგ.
მასალის გამოყენების პირობები