15 ნოემბერს, 15 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში (სამების ტაძარი) საქველმოქმედო გუდამაყრული პოეზიის საღამო გაიმართება.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები: ტარიელ ხარხელაური, მარიამ წიკლაური, თავმასი ჩოხელი, ფოლკლორული ანსამბლები და საზოგადოების წარმომადგენლები, საღამოზე წაკითხული იქნება გოდრძი ჩოხელის და მამუკა წიკლაურის ლექსები.
ღონისძიებას შემოქმედების დარგში მოღვაწე ცნობად სახეებთან გუდამაყრის სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ.
შეგროვდება მხატვრული ლიტერატურის წიგნები და საჭირო საკანცელარიო ნივთები გუდამაყრის სასკოლო ბიბლიოთეკისათვის.
გუდამაყრელი მოსწავლეების დასახმარებლად საჭირო ნივთები საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის იმ დარბაზში შეგროვდება, სადაც ფილმების ჩვენება იმართება ხოლმე.
საღამოს მსვლელობისას იმოქმედებს შესაწირი ყუთი, შეგროვილი თანხა კი, გუდამაყრის სკოლის მოსწავლეების სასწავლო პირებობის გაუმჯობესებას მოხმარდება.
მასალის გამოყენების პირობები