რუსეთის დედაქალაქში ეკოლოგიური ვითარების გაუარესებას ვარაუდობენ.
,,მოსალოდნელია, მიწიდან აორთქლებული მავნე ნივთიერებები ჰაერში გაიფრქვეს, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. ეკოლოგიური ვითარება მოსკოვის ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გაუარესდება." - აცხადებენ სპეციალისტები.
მაშველები მოსკოველებს აფრთხილებენ, საცხოვრებელი სახლების კარ-ფანჯარა კარგად ჩაკეტონ, მაქსიმალურად მოერიდონ ქუჩაში გასვლას და არ ისარგებლონ საკუთარი ავტოტრანსპორტით. აუცილებლობის შემთხვევაში, ქუჩაში გასვლისას სასუნთქი გზების დამცავი საშუალებები გამოიყენონ.
ჯერ კიდევ 10 ნოემბერს, ქალაქ მოსკოვის სხვადასხვა რაიონის მცხოვრებლებმა შენიშნეს, რომ ჰაერში არასასიამოვნო სუნი იდგა.
როგორც ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის რამდენიმე სადგურის კვლევებით დადასტურდა, რუსეთის დედაქალაქის ჰაერში გოგირდწყალბადის წილი დაშვებულ ნორმას მნიშვნელოვნად აჭარბებს.
მასალის გამოყენების პირობები