მოსკოვი დონბასში გასაგზავნად კიდევ ერთ ჰუმანიტარულ კოლონას ამზადებს. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუათა სამინისტრო იტყობინება. უწყების ინფორმაციით, ჰუმანიტარულ ტვირთს დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობა უახლოეს დღეებში მიიღებს.
აგვისტოდან დღემდე რუსეთი დონბასში ჰუმანიტარულ დახმარებას უკვე მეშვიდედ აგზავნის.