მსოფლიო ლიდერები ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში იკრიბებიან, სადაც „დიდი ოცეულის" სამიტი იწყება. ორდღიან ფორუმზე ეკონომიკის განვითარების საკითხებს განიხილავენ.
დღის წესრიგში სამუშაო ადგილების გაზრდის, ეკონომიკური თაღლითობის პრევენციისა და მსოფლიო ეკონომიკის გამყარების საკითხები დგას. სამიტზე ასევე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.
სამიტს 13 ქვეყნის პრეზიდენტი, მათ შორის, აშშ-სა და რუსეთის ლიდერებიც დაესწრებიან.