რუსეთიდან საზღვარგარეთ ფრენების ღირებულება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 17 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია იტყობინება. ოფიციალური მონაცემებით, დღეისათვის საერთაშორისო რეისების საშუალო ღირებულება 17955 რუბლს შეადგენს, რაც 385 დოლარის ექვივალენტია. რაც შეეხება შიდა რეისებს, ადგილობრივი ფრენების ღირებულება თითქმის არ შეცვლილა.