კომპანია Amazon-ი ტვირთების საჰაერო გზით მიწოდებას, სერვის Prime Air-ის ამოქმედებას აშშ-ს შემდეგ უკვე ევროპაში იწყებს.
როგორც ცნობილია Prime Air-ი Amazon-ის ახალი და ინოვაციური სერვისია, რომელიც სპეციალური საფრენი აპარატებით, ტვირთის ადრესატამდე მიწოდებას ითვალისწინებს. Prime Air-ის მხოლოდ 2,3 კგ-მდე ტვირთების ტრანსპორტირებაა შესაძლებელი. უპილოტო საფრენი საშუალებით, Amazon-ის კლიენტი ტვირთს უვნებელს და დროულად მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ Prime Air-ის ან მსგავსი სერვისის ამოქმედებაზე უკვე მუშაობენ Google და DHL.