"მე ვარ ბედნიერი იმის გამო, რომ ვიცნობდი კახა ბენდუქიძეს. ჩვენ ერთად განვიხილავდით უკრაინის პერსპექტივებს. ისეთ ადამიანებზე როგორიც კახაა ამბობენ: ადამიანი განსაკუთრებული ხედვით. მან დაინახა მთელი სურათი და არამხოლოდ მცირე დეტალები უკრაინაში მიმდინარე პროცესებისა. ამზადებდა მკაფიო და გაბედულ რეფორმებს, ის იყო არამხოლოდ ფანტასტიური თეორეტიკოსი არამედ კიდევ უფრო წარმატებული პრაქტიკოსი ეკონომიკის სფეროში." - წერს ვიტალი კლიჩკო, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე და იქვე განმარტავს, რომ საქართველო დავალებულია კახა ბენდუქიძისგან იმ რევოლუციური გარდაქმნებისათვის, რომელიც მან ქვეყანაში განახორციელა.
"კახა იყო უკრაინის დიდი გულშემატკივარი და გულწრფელად წუხდა იმის შესახებ რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ის ცდილობდა დახმარებას. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია არამხოლოდ საქართველოსთვის არამედ უკრაინისთვის." - წერს კიევის მერი.