ძლიერი ხანძარი ტეხასში. ცეცხლი გამთენიისას მისური-სიტის ასფალტის ქარხანას გაუჩნდა და რამდენიმე საათში შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. ხანძრის ლოკალიზება ავიაციის დახმარებით მოხერხდა. ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ არ გავრცელებულა. მძიმე დამწვრობა ქარხნის ერთმა თანამშრომელმა მიიღო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.
მასალის გამოყენების პირობები