დევიდ ქემერონი რუსეთს დამატებითი სანქციებით ემუქრება. საგანგებო განცხადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ავსტრალიაში გააკეთა, სადაც ის "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრება. მისივე თქმით, რუსეთმა უკრაინას თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მისცეს და ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოსკოვს სანქციები გაუმკაცრდება.
„ყველაფერი ძალიან მარტივია. თუ რუსეთი რეალურად დაიწყებს აღებული ვალდებულებების შესრულებას, სანქციების გაუქმების საკითხი მხოლოდ ამ შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში. თუ მოსკოვი უკრაინის მიმართ პოზიციას არ შეიცვლის, სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება,"-განაცხადა ქემერონმა.