როი კინი საკუთარ გულშემატკივარს ეჩხუბა. „მანჩესტერ იუნაიტეტის" ყოფილი კაპიტანი და ამჟამად ირლანდიის ნაკრების მწრთვნელის ასისტენტი სკანდალში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის წინ გაეხვა. შოტლანდიისა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე კინს სასტუმროს ეზოში მყოფ ერთ-ერთ ფანთან შელაპარაკება მოუვიდა. დაპირისპირება გულშემატკივრის ცემით დასრულდა, რის გამოც შემთხვევის ადგილზე პოლიციაც კი გამოიძახეს. ინციდენტის გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა როი კინის წინააღმდეგ საქმე ჯერჯერობით არ აღძრულა.
მასალის გამოყენების პირობები