დიმიტრი მედვედევი დავოსის ფორუმს არ დაესწრება. ამის შესახებ მისმა პრეს-მდივანმა ნატალია ტიმაკოვამ განაცხადა. ვინ უხელმძღვანელებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის დელეგაციას, ამ დრომდე გაურკვეველია. ცნობილია, რომ დავოსში გამგზავრებას არც პრეზიდენტი პუტინი აპირებს. საერთაშორისო ექსპერტები კრემლის ლიდერების მიერ ფორუმის დაიგნორებას დასავლეთის სანქციებს უკავშირებენ.
მასალის გამოყენების პირობები