სტამბოლის პოლიციამ ამერიკის მოქალაქეებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააპატიმრა. დაკავებულია 12 ნაციონალისტი, რომლებიც ამერიკელ მეზღვაურებს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მეზღვაურებმა თავს გაქცევით უშველეს და საკუთარ გემამდე სირბილით მიაღწიეს. მომხდარის გამო ვაშინგტონმა თურქულ მხარეს უკვე განმარტებები მოსთხოვა.
მასალის გამოყენების პირობები