აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ტექნიკის შეყვანას მოსკოვი კვლავ კატეგორიულად უარყოფს. საგანგებო განცხადება გვიან ღამით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა. ალექსანდრ ლუკაშევიჩის მტკიცებით, ნატოსა და ეუთოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რუსულ სამხედრო შენაერთებს დონბასის საზღვარი არ გადაუკვეთავთ. ამასტან, ლავროვის მოადგილემ კიევი მინსკის შეტანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და ამბოხებულთა პოზიციების დაბომბვის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები