სომხეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით მთიან ყარაბახს ეწვია. ტელეკომპანია „არმენნიუსის" ინფორმაციით, სერჟ სარგსიანი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ერთობლივ სამხედრო წრთვნებს დაესწრება. სომხეთის ლიდერმა დეფაქტო რესპუბლიკაში ჩასვლა გუშინდელი ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა. საჰაერო სივრცის დარღვევის გამო აზერბაიჯანმა სომხური თვითმფრინავი ჩამოაგდო და ყარაბაღის გავლით ფრენა აკრძალა, თუმცა როგორც მოგვიანებით ოფიციალურმა ერევანმა განაცხადა, თვითმფრინავი არა სომხეთს, არამედ მთიან ყარაბაღს ეკუთვნოდა.
მასალის გამოყენების პირობები