სეპარატისტები ეუთოს დამკვირვებლებს მუშაობაში ხელს უშლიან. ამის შესახებ მონიტორინგის მისიის წარმომადგენელმა ილკა კანერვამ განაცხადა. მისივე განმარტებით, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებლებს მონიტორინგის წარმოების შესაძლებლობა მხოლოდ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ეძლევათ, საზღვრის მთლიან მონაკვეთს კი ისინი ვერ აკონტროლებენ. ეუთოს მონაცემებით, რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა შეყავს.
მასალის გამოყენების პირობები