აშშ სენატში უმრავლესობის ლიდერი მიტჩ მაკონელი გახდა. კენჭისყრაზე მან რესპუბლიკელების ხმების უმრავლესობა მიიღო. რესპუბლიკური პარტია უმრავლესობაში შუალედური არჩევნების შემდეგ მოვიდა. კონგრესის ორივე პალატაზე ისინი კონტროლს იანვრიდან დაამყარებენ, რაც პრეზიდენტ ობამას საკანონმდებლო ორგანოში სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. თეთრი სახლის ლიდერმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ დემოკრატთა დამარცხებაში წვლილი თვითონაც მიუძღვის.
მასალის გამოყენების პირობები