რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ავსტრალიაში ვიზიტის წინ ამ ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროს მახლობლად რუსეთის ოთხი სამხედრო ხომალდის მოძრაობა შენიშნეს.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯულია ბიშოპის განცხადებით, რუსეთს უფლება აქვს, საერთაშორისო წყლებში სამხედრო ხომალდები შეიყვანოს, ოღონდ იქვე აღნიშნა, რომ ისინი აუცილებლად დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ ,,დიდი ოციანის" სამმიტი, რომელსაც ვლადიმერ პუტინიც დაესწრება ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში 15-16 ნოემბერს გაიმართება.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ტონი ებბოტი აცხადებს, რომ აპირებს გააკრიტიკოს პუტინი უკრაინის აღმოსავლეთით მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, რის შედეფადაც 298 ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები