ლუგანსკის ოლქიდან რუსეთის მიმართულებით განუწყვეტლივ მიედინება ქვანახშირით დატვირთული ავტომობილების რიგი, რომელთაც საბარგულზე დაკრული აქვთ მარკა: ,,ტვირთი 200".
ეუთოს დამკვირვებლებმა ლუგანსკის ოლქში მრავალი ასეთი ფაქტი დააფიქსირეს.
მათივე თქმით, რუსეთის მიმართულებით დონბასიდანაც გამუდმებით გადიან სატვირთოები, რომელთაც,,ტვირთი 200" აწერიათ. ფაქტის შესახებ ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშშია ნათქვამი.
უცხოელი დამკვირვებლების თქმით, რუსეთის მიმართულებით ქვნახშირით დატვირთული მანქანების გასაკუთრებით დიდი ოდენობა გუკოვოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეინიშნება. ისინი აღნიშანავენ, ასევე, რომ უკრაინის საზღვარზე შესვლისას, სატვირთო მანქანების საბარგულები ცარიელია.
ეუთოს დამკვირვებელთა მონაცემებით, დონბასიდან რუსეთის მიმართულებით მიმავალ მანქანებს, რომელთაც ,,ტვირთი 200" აწერიათ, ცხედრები გააქვთ.