ჯარისკაცების მასობრივი მოწამვლის ეპიზოდზე ადვოკატი ნოდარ თოფურიძე მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კანონიერად აფასებს.
,,მოსამართლემ აწონა დაწონა დაცვისა და ბრალდების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და მიიჩნია, რომ დაცვის არგუმენტები უფრო წონადი იყო, ვიდრე ბრალდების. Aამიტომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება და მე ამას ველოდი კიდეც", -განაცხადა ადვოკატმა ნოდარ თოფურიძემ პროცესის დასრულების შემდეგ.
საქალაქო სასამართლოში ჯარისკაცების მასობრივი მოწამვლის ეპიზოდზე საქმის არსებითი განხილვა 24 დეკემბერს 13:00 საათზე განახლდება.
დღეს გამართულ პროცესზე კი მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის გირაოს შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ სამხედროების მასობრივი მოწამვლის ეპიზოდში გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმი და მეოთხე ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი ფიგურირებენ.