საქალაქო სასამართლოში სამხედროები მასობრივი მოწამვლის ეპიზოდზე საქმის არსებითი განხილვა 24 დეკემბერს 13:00 საათზე განახლდება.
დღეს გამართულ პროცესზე კი მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის გირაოს შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ სამხედროების მასობრივი მოწამვლის ეპიზოდში გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმი და მეოთხე ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი ფიგურირებენ.
ამავე საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვთ კომპანია „ქართული კვების" მენეჯერებსაც, რომლებიც სამხედროების კვებაზე ზრუნავდნენ.
საუბარია ჯარისკაცების მოწამვლის 10 შემთხვევაზე. პროკურატურის ინფორმაციით, 2013 წელს საკვები პროდუქტებით 858 სამხედრო მოიწამლა.