48 წლის პათანატომი მამუკა ჩხაიძე რომელმაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს აღნიშნულთან დაკავშირებით, არანაირი საეჭვო გარემოებები არ გამოვლენილა და ა ჩხაიძე ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
მათივე ინფორმაციით, მამუკა ჩხაიძის ოჯახს მის გარდაცვალების ფაქტზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ შესაბამისას გამოძიებაც არ დაწყებულა.
შეგახსენებთ, რომ ჩხაიძე ერთ-ერთი იყო, ვინც საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ზურაბ ჟვანიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა. იგი პროკურატურაში დაკითხვებზე დადიოდა.
ჟვანიას საქმეზე მომუშავე კიდევ ერთი ექსპერტი, ლევან ჩაჩუა პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურამ იგი 2014 წლის 18 მარტს დააკავა და მას სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.