ბორჯომის რაიონის სოფელ ლიკანში ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ოთხი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.
ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე ვერ საუბრობენ.
მათივე განმარტებით, გარდაცვლილი დამამშვიდებელ საშუალებებს იღებდა.