სირიასა და ერაყში ისლამისტთა პოზიციები ინტენსიურად იბომბება. ამჯერად ჯიჰადისტთა არტილერიაზე საჰაერო იერიში კანადის ავიაციამ მიიტანა. კანადურმა ავიაგამანადგურებლებმა ქალაქ ბაიჯიზე წერტილოვანი დარტყმები განახორციელეს, რის შედეგადაც რადიკალების რამდენიმე საცეცხლე წერტილი განადგურდა. ანტიისლამისტურ ოპერაციაში ჩართვის გადაწყვეტილება კანადის ხელისუფლებამ ერთი თვის წინ მიიღო. პირველი საჰაერო დარტყმები კანადურმა ავიაგამანადგურებლებმა 3 ნოემბერს
განახორციელეს.
მასალის გამოყენების პირობები