შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ საქციები გაამკაცრა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის მთავრობამ გაავრცელა.
„უკრაინაში შექმნილი ვითრების გამო, ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ფედერალურმა საბჭომ გადაწყვიტა დააწესოს დამატებითი შეზღუდვები, რუსეთის მიერ საქციებისთვის თავის არიდების აღკვეთის მიზნით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შვეიცარიამ, ევროკავშირის საქციების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის სახბანკების ფასიანი ქარალდების გრძელვადიანი განთავსების შეზღუდვაზე.
გრძელვადიანი ფინანსური ინსტრუმენტების გამოსაშვებად რუსეთს დამატებითი ნებართვა დასჭირდება.
შვეიცარიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ მისი ტერიტორია რუსეთის მიერ არ იქნას გამოყენებული ევროკავშირის მიერ უკრაინის კრიზისის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ასაქცევად.