NATO -მ ბოლო დღეებში უკრაინაში რუსეთიდან სამხედრო ტექნიკისა და ჯარის გადასროლის ფაქტები დააფიქსირა, - ამის შესახებ ევროპაში NATO -ს ძალების სარდალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში ვხედავთ იგივეს, რას შესახებაც იტყობინება ეუთო. ვხედავთ რუსული ტექნიკის, ძირითადად რუსული ტანკების, აერტილერიის, ჰაერსაწინააღდეგო სასუალებების და რუსული საბღძოლო ქბვედანაყოდების კოლონების შესვლას უკრაიბნაში", - განაცხადა, სააგენტო AFP-ს ცნობით, გენერალმა ბრიდლავმა.
მისი თქმით, ალიანსს არ გააჩნია ზუსტი მონაცემები ამ ძალების რაოდენობის შესახებ, თუმცა დანამდვილებით შეძლება ითქვას, რომ უკრაინაში არაერთი სამხედრო კოლონის გადაადგილება დაფიქსირდა.