პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დღის წესრიგში, დებატების გათვალისწინების საკითხი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბიუროს დღვანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენეს.
უმცირესობას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა უმრავლესობის წევრმა, მანანა კობახიძემ უპასუხა. კობახიძის განმარტებით პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსი მათთვის უცნობია და შესაბამისად, გაუგებარია დებატების თემაც. გარადა, მისივე თქმით, ამის კანონმდებლობა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დებატებს არ ითვალისწინებს.
"პარლამენტის რეგლამენტში პირდაპირ არ არის გაწერილი რა წესით ხდება პრეზიდენტის მიმართვის განხილვა. არსად არ არის მითეითება, რომ მიმართვას უნდა მოჰყვე დებატები. არსებობს მკაფიო ჩანაწერი, რომ დებატები უნდა გაიმართოს კონკრეტულ თემაზე.
ჩვენ ჯერ ისიც არ ვიცით როგორია პრეზიდენტის მიმართვის შინაარსი. მიმაჩნია, რომ ჯერ უნდა მოვუსმინოთ ბატონ პრეზიდენტს და ამის შემდეგ გადავწყვიტოთ არის თუ არა იქ რამე სადებატო. გარდა ამისა, პრეზიდენტს არ უთხოვია დებატების გამართვა რაიმე თემაზე, მან ითხოვა სიტყვისთვის ტრიბუნა, ჩვენ ვუთმობთ ამ ტრიბუნას", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის პარლამენტისადმი მიმართვა პარასკევს, 14 ნოემბერს, 12:00 საათზეა დაგეგმილი.