მოკლული 25 წლის ბექა, იგივე საბის ბერიანის მეგობარი გიორგი ჩხარტიშვილი აცხადებს რომ, მეგობრების ვარაუდით, ბექა ბერიანი სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზეა მოკული.
"სამეგობრო წრე აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ეს არის, ჩვენი ვარაუდით, სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედება მკვლელობის სახით", - აცხადებს ჩხარტიშვილი.
სამართალდაცმაცვემა უკვე დაკითხეს გიორგი ჩხარტიშვილი, რომელთანაც ბოლო სატალეფონო ზარი იყო განხორციელებული. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე უცნობია საქმე რა მუხლით აღიძრა.
შეგახსენებთ, რომ პეკინზე ხანძრის შედეგად 25 წლის საბი, იგივე ბექა ბერიანი გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით, საბი ბერიანი მოკლეს და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით მის საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გააჩინეს. შემთხვევა პეკინის 14 ნომერში მოხდა, სადაც საბი ბერიანი ცხოვრობდა.