მალიში ებოლას ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. წინასწარი ვერსიით, პაციენტი ვირუსით გვინეაში ინფიცირდა. ბამაკოს ინფექციურ კლინიკაში ის გასულ კვირას გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მალიში ეს ებოლით დაღუპვის მეორე შემთხვევაა. ოქტომბრის ბოლოს ფატალური ვირუსით 2 წლის გოგონა გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები