ევროკავშირის შავი სია რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნით გაიზრდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისივე თქმით, მოსკოვისთვის დამატებითი სანქციების დაწესება ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა უახლოეს ხანებში "პერსონა ნონ გრატად" შესაძლოა რუსეთის კიდევ რამდენმე მოქალაქე გამოცხადდეს. რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხს ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში მომავალ კვირას განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები