მასობრივი უწესრიგობები ვარშავაში. პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე დედაქალაქის ქუჩებში გამოსულმა ულტრამემარჯვენეებმა ხმაურიანი მსვლელობებით აღნიშნეს. აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააპატიმრა. მთავარი ეროვნული დღესასწაული პოლონეთის დედაქალაქში ტრადიციულად არეულობით სრულდება. გასულ წელს ულტრამემარჯვენეებმა ვარშავაში რუსეთის საელჩოს გადაწვა სცადეს.
მასალის გამოყენების პირობები