რუსეთის პრემიერ-მინისტრი ეროვნული ვალუტის კურსის დაცემაში სპეკულიანტებს ადანაშაულებს.
დიმიტრი მედვედევის მტკიცებით, რუბლის კურსის ვარდნის ფუნდამენტური მიზეზი არ არსებობს და პროცესი მხოლოდ სპეკულიანტების არაკეთილსინდისიერი მანიპულაციებით არის გამოწვეული.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ საერთაშორისო ექსპერტებს. მათი განმარტებით, რუბლის კურსის დაცემა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფებასა და დასავლეთის სანქციებს უკავშიდება.