ერევანში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე რუსი სამხედრო მოსამსახურეებიც გამოვლენ. ამის შესახებ რუსეთისა და სომხეთის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ. შოიგუს უწყების განცხადებით, 2015 წლის 9 მაისის აღლუმში მონაწილეობას რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის მოსამსახურეები და სამხედრო ტექნიკა მიიღებს. გარდა ამისა, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები 2015 წლის სამხედრო თანამშრომლობის გეგმაზეც შეთანხმდნენ.