ტრაგიკული ვითარება, რომელიც უკრაინაში შეიქმნა, იმით არის გამოწვეული, რომ ადამიანებმა თავიანთი ისტორიის აღქმის უნარი დაკარგეს. ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა.
„ერი, რომელიც თავისი ისტორიის აღქმის უნარს დაკარგავს, ერთიანობას ვერ შეინარჩუნებს. ერთობა და ტრადიცია, ღირებულებები და კულტურული კოდი- ეს ის ძალაა, რომელიც ნებისმიერ ისტორიულ პერიოდში ერს მთლიანობის შენარჩუნებაში ეხმარება. ის კი, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მხოლოდ იმის დასტურია, რომ ერმა სწორედ ისტორიის აღქმის უნარი დაკარგა,"-განაცხადა კირილმა.