ანგელა მერკელი გერმანელმა ბიზნესმენებმა სატელეფონო ზარებით შეაწუხეს. ამის შესახებ გაზეთი „ტაიმსი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერს მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები თითქმის ყოველდღე ურეკავენ და რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას სთხოვენ. მათი მტკიცებით, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობაზე 300 ათასამდე ადამიანია დამოკიდებული, რომლებსაც სამუშაო ადგილების დაკარგვა ემუქრებათ. განსაკუთრებული აქტივობით SMS Group-ის პრეზიდენტი ჰაინრიჰ ვაისი გამოირჩევა, რომელმაც მერკელს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე დაურეკა. ვაისმა გასულ კვირას მერკელის მთავრობა ირაციონალური პოლიტიკის გატარებასა და თანამემამულეთა ინტერესების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.