უკრაინელმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ ვლადიმერ კლიჩკომ ორიგინალური პრესკონფერენცია გამართა. თავის გვერდით მაგიდაზე მან სკამი დადგა, რომელზეც მისი ოპონენტი, ბულგარელი მოკრივე კუბრატ პულევი უნდა მჯდარიყო. დაუდგენელი მიზეზის გამო პულევმა პრესკონფერენციაზე მისვლა არ ისურვა, რის გამოც მის ნაცვლად კლიჩკომ მაგიდაზე ცარიელი სკამი შემოდგა.
„არ ვიცი, რა მიზეზით არ მოვიდა ის პრესკონფერენციაზე. მე მას კარგ მოკრივედ ვთვლი, თუმცა დღეს როგორც ჩანს, არ გვიკადრა,"-განაცხადა კლიჩკომ.
საჩემპიონო ორთაბრძოლა კლიჩკოსა და პულევს შორის 15 ნოემბერს ჰამბურგის О2 არენაზე გაიმართება.