დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურას კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ.
ადვოკატები ოთო კახიძე და გიორგი ჩივიაშვილი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მისამართით ბრალის დამძიმების მოტივს ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
დაცვის მხარეს აინტერესებს, თუ როგორ მოხდა საიდუმლო დოკუმენტაციის უცხოელი ექსპერტებისთვის გაცნობა მაშინ, როცა დოკუმენტები დაცვის მხარესაც არ აქვს ნანახი.
"საინტერესოა როგორ მოხდა გრიფით საიდუმლო დოკუმენტაციის მიწოდება და გაცნობა უცხოეული ექსპერტებისთვის მაშინ როცა ეს მასალები ჩვენ არ გვაქვს ნანახი. ამის შემდეგ კიდევ უფრო მძაფრდება ის შეგრძნება რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია"- განაცახდა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები