ექსპერტების განმარტებით, Apple-ს სმარტფონები კიბერშეტევებისგან დაუცველია და არსებობს შანსი, რომ iPhone დაინფიცირდეს. ირკვევა, რომ iOS7 და iOS8 სისტემაზე მომუშავე სმარტფონების 95%-ს პოტენციურად დაინფიცირების საფრთხე ემუქრება. თავად საფრთხე კი სპეციალისტებმა "ნიღბების შეტევად" (Masque Attack) მონათლეს. რაც შეეხება ვირუსს, ის ტელეფონში შესაძლოა სმს-იდან, მაილიდან ან რაიმე პროგრამის ჩამოტვირთვისას მოხვდეს.