ტოკიო „გაზპრომის" ხელმძღვანელობას სიცრუეში ადანაშაულებს. იაპონიის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ტოკიოს რუსული ნავთობკომპანიისთვის ახალი გაზსადენის მშენებლობის ინიციატივით არ მიუმართავს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იაპონური მხარე „გაზპრომს" გაზსადენის მშენებლობას სთავაზობდა, გუშინ რუსული ენერგოგიგანტის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა გააჟღერა, რასაც ტოკიოს მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.